ნახე, რა შეიძლება აშენდეს ნაკვეთზე

ჩაწერე საკადასტრო კოდი და ნაკვეთის ყველა მონაცემს ერთ რუკაზე ნახავ

  • ფუნქციური ზონა, განაშენიანების გეგმები და შეზღუდვები
  • გზები, კომუნიკაციები, რელიეფი და მიდამო, თემებად
  • მზა ანალიზი PDF-ად და ბმულად

შეამოწმე ნაკვეთი

უფასოა

კოდი არ იცი? იპოვე რუკაზე

როგორ მუშაობს

ნაკვეთი სატელიტურ რუკაზე, მონიშნული საზღვრით და ფართობით.
ვიდეო: საკადასტრო კოდი 01.16.02.038.044, ნაკვეთი რუკაზე, ზონა და ზღვრები (K1, K2, K3), რამდენიმე რუკის თემა (შენობები, ფუნქციური ზონები, ფეხით მისადგომობა), ბოლოს ნაკვეთის ანალიზი: ლოგო და ფერები, შემადგენლობა, PDF

ხშირი კითხვები

როგორ დავიწყო?

შექმენი უფასო ანგარიში და შეიყვანე საკადასტრო კოდი

კოდი არ იცი? ჩაწერე მისამართი ან დააჭირე ნაკვეთს რუკაზე

ნაკვეთის ანალიზი აჩვენებს ზონას, ნორმებს, შეზღუდვებს და ახლომდებარე პროექტებს

შეამოწმე ნაკვეთი

რა ღირს?

უფასოა: რუკაც და ნაკვეთის ანალიზის PDF-იც

CityNorm სამართლებრივი დასკვნაა?

არა, CityNorm წინასწარი შეფასებაა და არა სამართლებრივი დასკვნა

საბოლოო პარამეტრებს მერია ადგენს გეგმარებითი დავალების გაცემისას, პროექტი კი არქიტექტორმა უნდა გადაამოწმოს და ხელი მოაწეროს

ნაკვეთის ანალიზი საინფორმაციოა და არა ოფიციალური დოკუმენტი ან სამართლებრივი დასკვნა

პროექტის და ნახაზის შემოწმება სად არის?

ამ ხელსაწყოებზე ვმუშაობთ და მალე დაემატება

ახლა იხსნება მხოლოდ ნაკვეთის ანალიზი

დატოვე ელფოსტა და გაშვების დღეს მოგწერთ

რომელ ქალაქზე მუშაობს?

თბილისზე

სად ვიპოვო საკადასტრო კოდი?

საჯარო რეესტრის ამონაწერში, ასეთი ფორმით: 01.14.05.021.045

ამონაწერი არ გაქვს? ნაკვეთის ანალიზზე ჩაწერე მისამართი ან დააჭირე ნაკვეთს რუკაზე და კოდი იქ გამოჩნდება

რეგისტრაცია სჭირდება?

კი, რეგისტრაცია უფასოა

ანგარიშის გარეშე რუკა და ნაკვეთის ანალიზი არ იხსნება

შემოწმებული ნაკვეთები და მომზადებული ანალიზები კაბინეტში ინახება და ნებისმიერი მოწყობილობიდან გახსნი

მერიაში რამე იგზავნება?

არა, CityNorm მერიაში არაფერს აგზავნის

რას ინახავთ ჩემზე?

ვინახავთ შენს ელფოსტას და სახელს, კაბინეტში კი შემოწმებულ ნაკვეთებს და მომზადებულ ნაკვეთის ანალიზებს

ეს მხოლოდ შენ გიჩანს

რუკის პასუხს ნაკვეთზე კოდთან ერთად 30 დღე ვინახავთ, მაგრამ ეს ჩანაწერი ნაკვეთისაა და შენთან დაკავშირებული არ არის

„მალე“ ბლოკში დატოვებულ ელფოსტას მხოლოდ იმისთვის ვინახავთ, რომ ახალი ხელსაწყოს გაშვებაზე მოგწეროთ

ვინ ვართ

გაიცანი CityNorm-ის გუნდი

  • სანდრო ხუბულური

    სანდრო ხუბულური

  • თორნიკე ბაიდოშვილი

    თორნიკე ბაიდოშვილი

  • სალომე უთრუთაშვილი

    სალომე უთრუთაშვილი

  • ლუკა გაბისონია

    ლუკა გაბისონია

  • ნინია ბიწკინაშვილი

    ნინია ბიწკინაშვილი

მალე დავამატებთ

პროექტის და ნახაზის შემოწმებაზე ვმუშაობთ, დატოვე ელფოსტა და გაშვების დღეს მოგწერთ

მხოლოდ ამ ხელსაწყოების გაშვებაზე მოგწერთ

პროექტის შემოწმება

მალე

დამტკიცების ალბათობა და რა უნდა გააკეთო შეტანამდე

  • ოფიციალური განაცხადის ველები, იმავე რიგით
  • ალბათობა მსგავს განაცხადებზე შენს საკადასტრო სექტორში
  • რა უნდა გააკეთო შეტანამდე, მნიშვნელობის რიგით

ნახაზის შემოწმება

მალე

პროექტის PDF, შემოწმებული 41-ე დადგენილებით

  • გეგმები სართულებით, ჭრილები, გენგეგმა
  • სიმაღლე და ფართობი, გასასვლელები, კიბეები
  • შენიშვნები ფურცლების მიხედვით, PDF წითელი ნიშნებით